среда, 9 апреля 2014 г.

სტუდენტური ფასდაკლებები ⌂BACK TO HOMEPAGE SUBSCRIBE TO RSS FEED სტუდენტური ფასდაკლებები სტუდენტური ფასდაკლებები April 03 11:55 2014 Print This Article Share it With Friends 👤by admin  0 Comments დღესდღეობით საქართველოში უამრავი კომპანიაა, რომლებიც თავიანთ პროდუქციას სტუდენტებისთვის ფასდაკლებით ყიდიან, თუმცა ამის შესახებ ძალიან ბევრმა ჩვენგანმა არ იცის. გადავწყვიტეთ, Studinfo.Ge - ზე შემოგთავაზოთ იმ თეატრების, მუზეუმების, წიგნის მაღაზიების, სალონებისა თუ სავაჭრო ცენტრების ჩამონათვალი, რომლებიც ჩვენთვის გარკვეულ ფასდაკლებებს აწესებენ. თუ გაქვს ID ბარათი, რომელიც სპეციალურად სტუდენტისთვისაა განკუთვნილი, შეგიძლია ისარგებლო შემდეგი შემოთავაზებებით: მგზავრობა ★ტურისტული კომპანია Georgian National Travel აცხადებს 10% ფასდაკლებას ★საქართველოს რკინიგზა სპეციალურად სტუდენტებისთვის ფასდაკლებას აწესებს. სტუდენტებისთვის სამგზავრო ბილეთებზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მის.: თბილისი,თამარ მეფის გამზ. 15 სილამაზის ცენტრები ★სილამაზის ცენტრი NINA BEAUTY სტუდენტებისთვის აწესებს 40 %-იან ფასდაკლებას ყველა სახის სერვისზე. ★მოდის სახლი ,,თინათინ მაღალაშვილი” აცხადებს ფასდაკლებას 30%-იან ფასდაკლებას სტუდენტებისთვის საღამოს და კოკტეილის კაბებზე ★Safilo აცხადებს 20%-იან ფასდაკლებას სტუდენტებისთვის წიგნები ★გამომცემლობა „დიოგენე“ სპეციალურად სტუდენტებისთვის ფასდაკლებას აწესებს. გამომცემლობის წიგნები სტუდენტებს 15%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ შეიძინონ, ხოლო სხვა ნებისმიერი გამომცემლობის წიგნებზე 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ★წიგნების მაღაზიათა ქსელი „სანტა ესპერანსა“ სპეციალურად სტუდენტებისთვის ფასდაკლებას აწესებს. სტუდენტებს წიგნების მაღაზიაში „ექსლიბრისი“ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ და „პალიტრა ლ“-ის წიგნების შეძენა 15%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. შოპინგი ★მაღაზია Koton-ი აცხადებს 10% ფასდაკლებას სტუდენტებისთვის, არა ფასდაკლებულ კოლექციაზე ★მამაკაცის ტანსაცმელებისა და აქსესუარების მაღაზიაში „სელიო“ სტუდენტებს შეუძლიათ 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ არაფასდაკლებულ კოლექციაზე. ★ტანსაცმელებისა და აქსესუარების მაღაზიაში „გერი ვებერი“ სტუდენტებს შეუძლიათ 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ არაფასდაკლებულ კოლექციაზე. ★ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელებისა და აქსესუარების მაღაზიაში „ტომ ტეილორი“ სტუდენტებს შეუძლიათ 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ არაფასდაკლებულ კოლექციაზე. ★მაღაზია დიზელი ტანსაცმელზე და აქსესუარებზე გთავაზობთ 10 %-დან 30 %-მდე ფასდაკლებას არაფასდაკლების პერიოდში რესტორნები, კაფე-ბარები ★სწრაფი კვების ამერიკული რესტორანი ”ტეხასური ქათამი” სტუდენტებისთვის სპეციალურ ფასდაკლებას აწესებს. რესტორნის მთელ მენიუზე სტუდენტებისთვის 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ★სწრაფი კვების კაფე New York Burger სტუდენტებისთვის სპეციალურ ფასდაკლებას აწესებს. მთელ მენიუზე სტუდენტებისთვის 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ★ENGLISH TEA HOUSE სტუდენტებისთვის აწესებს 15 %-იან ფასდაკლებას სრულ მენიუზე. სპორტი ★გუდაურის განვითარების სააგენტო სტუდენტებს სთავაზობს 50%-იან ფასდაკლებას გუდაურის საბაგიროს სეზონურ აბონიმენტზე. სტუდენტები 400 ლარის ღირებულების აბონიმენტს 200 ლარად შეიძენენ. აბონიმენტის შეძენა შესაძლებელია გუდაურის სალაროებში. ფასდაკლების მისაღებად უნდა წარადგინოთ სტუდენტური აიდი ბარათი. განათლება ★ბრიტანულ ამერიკული ცენტრი სტუდენტებისთვის აწესებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებას. ზოგადი ინგლისური ენის კურსი ქალანის მეთოდით + რუსული ენის კურსი საჩუქრად – 15% ბიზნეს ინგლისური – 15% სამედიცინო ინგლისური – 15% საბანკო-საფინანსო ინგლისური – 15% საავიაციო ინგლისური – 15% ტექნოლოგიური ინგლისური – 15% იურიდიული ინგლისური – 15% ★საერთაშორისო ენის ცენტრი Inter-L Centre სტუდენტებისთვის აწესებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებას. ზოგადი ინგლისური ეტაპების მიხედვით – 30% ბიზნეს ინგლისური – 30% სამედიცინო ინგლისური – 30% საერთაშორისო სერთიფიკატები: PET(B1), FCE (B2), CAE (C1), CPE (C2), IELTS, TOEFL, GMAT, GRE, SAT – 30% პროფესიული ინგლისური – 30% ★Tbilisi Consulting Group სპეციალურად სტუდენტებისთვის აწესებს 30%-იან ფასდაკლებას ბიზნეს სამართლის სერტიფიცირებულ კურსზე (ინგლისურ ენაზე). ★პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრი VIP სტუდენტებისთვის აწესებს ფასდაკლებას. სალაპარაკო რუსული ენის შესწავლა- 30% ექსელის გაძლიერებული კურსი- 40% საბუღალტრო პროგრამები- 40% საოფისე პროგრამები- 50% ავტო მართვის თეორიული კურსი- 60%. ★სასწავლო ცენტრი Populars.ge სტუდენტებისთვის აწესებს ფასდაკლებას. ინგლისური ენის სალაპარაკო კურსი (speaking) – 30% მანქანის მართვის პრაქტიკული კურსი – 40% მანქანის მართვის თეორიული კურსი – 50% ★საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საკუთარ სერვისებზე სპეციალურად სტუდენტებისთვის 20%-იან ფასდაკლებას აწესებს. დამატებითი ინფორმაციისთვის: 2200 220 კინო, თეატრი, მუზეუმი ★კინოთეატრ ამირანში სპეციალურად სტუდენტებისთვის ბილეთის ფასი კინოსეანსებზე განისაზღვრება 5 ლარის ოდენობით (გარდა შაბათ-კვირის დღეებისა). ორშაბათს,სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ბილეთის ფასი ნებისმიერ სეანსზე – 5 ლარი. ხუთშაბათ დღეს ბილეთის ფასი – 5 ლარი თუმცა აღნიშნული ფასი არ ვრცელდება ახალ სეანსებზე. ★თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სტუდენტებისთვის აწესებს50%-იან ფასდაკლებას ★თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სტუდენტებისთვის აწესებს50%-იან ფასდაკლებას ★კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სტუდენტებისთვის აწესებს 50%-იან ფასდაკლებას სპექტაკლის ბილეთებზე დიდ და მცირე სცენაზე (სხვენი). ★სამეფო უბნის თეატრი სტუდენტებისთვის აწესებს 50%-იან ფასდაკლებას სპექტაკლის ბილეთებზე (არასაპრემიერო დღეებში). ★ანსამბლი ერისიონი თბილისში ჩატარებულ კონცერტის ბილეთებზე სპეციალურად სტუდენტებისთვის აწესებს 20%-იან ფასდაკლებას სხვადასხვა ★შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სტუდენტებზე მართვის მოწმობის აღებაზე აწესებს სპეციალურ ტარიფს 15 ლარს ★იურიდიული კომპანია „PAEL Georgia“ სტუდენტებისთვის სპეციალურ ფასდაკლებას აწესებს. სრული იურიდიული მომსახურება – 20%–იანი ფასდაკლებით; ადვოკატის სტაჟირება – 20%–იანი ფასდაკლებით; პრაქტიკული კურსის გავლა – 10%–იანი ფასდაკლებით; ★მიფასი სტუდენტებისთვის აწესებს 10%-იან ფასდაკლებას ინსტრუმენტებზე მუსიკალური ინსტრუმენტები 10% გიტარა 10% დრამი 10% კლავიში 10% გართობა ★ფოტო სტუდია LEKO Studio სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ფასდაკლებას. დაბადების დღის ფოტო გადაღება – 10% .წვეულების ფოტო გადაღება – 20% საქორწინო ფოტო გადაღება – 20% ფოტოგრაფიის შესწავლა – 40% ★MAGIC Studio სტუდენტებისთვის აწესებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებას. საქორწინო ფოტო მომსახურეობა – 40% გარე გადაღება (პორტფილიო) – 60% ფოტო გადაღება სტუდიაში – 80% ★ფოტო სტუდია SaveMoment Studio სტუდენტებისთვის აწესებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებას. საქორწინო ფოტო მომსახურება-10% პროფესიონალური სტუდიაში (პორტფილიო)-40% გარე გადაღება (პორტფილიო)-50% ფოტო გადაღება სტუდიაში (სამოყვარულო)-80% ჯანმრთელობა ★გია გვარამიას კლინიკა სტუდენტებისთვის აწესებს სხვა და სხვა ფასდაკლებებს ლაზერული ეპილაცია 10% კოსმეტოლოგია 10% მეზოთერაპია 10% ★Tidani აცხადებს ფასდაკლებას სტუდენტებისთვის ფიტნეს მომსახურება 40% ★პლაზა ფიტნესი სტუდენტებისთვის აწესებს 50%-იან ფასდაკლებას ★ოპტიკა თეგა სტუდენტებისთვის აწესებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებას. ოპტიკური მინები-15% ოპტიკური ჩარჩოები-30-დან-55% მდე მზის სათვალეები-45% კონტაქტური ლინზები-25% კოსმეტიკური ლინზები-40% ★საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია სპეციალურად სტუდენტებისთვის აწესებს 20%-იან ფასდაკლებას იოგა-აბონიმენტზე. ★ვაკის საცურაო აუზი სტუდენტებისთვის აწესებს 10%-იან ფასდაკლებას ★კლინიკა “მედი” სტუდენტებისთვის 10%-იან ფასდაკლებას აცხადებს შემდეგ პროცედურებზე : პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია სარეაბილიტაციო ცენტრი, ნეიროქირურგია, პროქტოლოგია ★ფარმაცევტული კომპანია „პე-ეს-პე“ სპეციალურად სტუდენტებისთვის კოსმეტიკურ და თავის მოვლის საშუალებებზე ფასდაკლებას აწესებს. კერძოდ: · Vichy-ს თვალის მაკიაჟის მოსაცილებელი ლოსიონი 20% Vichy-ს ნუტრიექსტრა სერია მშრალი და ნორმალური კანისთვის შხაპის და შხაპის შემდგომი საშ-ები 20% Vichy-ს ნორმოდერმის სერია კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის 20% Sebamed თმის მოვლის საშ-ები 10% Silver Care იტალიური პირის ღრუს სავლები 10% Nippes Solingen გერმანული ფრჩხილის მოვლის პროდუქცია 10% Alix Avien ფრანგული დეკორატიული კოსმეტიკა 10% ★ოპტიკური კომპანია „რონიკო“ სპეციალურად სტუდენტებისთვის საკუთარ ოპტიკურ სალონების ქსელში ფასდაკლებას აწესებს. კერძოდ, სტუდენტებისთვის შეღავათები გავრცელდება შემდეგ პროდუქციასა და მომსახურებაზე: მხედველობის დიაგნოსტიკა – 50% 250 ლარამდე ღირებულების ოპტიკური ჩარჩოები – 20% 250 ლარს ზევით ღირებულების ოპტიკური ჩარჩოები -10% სათვალის ლინზები – 10% ★ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნომერზე: (032) 2 200 220 (65)