თვითგანვითარებისათვის განსაკუთრებით სასარგებლო საიტების ნაკრებს.
- Coursera — არის საგანმანათლებლო პლატფორმა,რომელიც ყველა მსურველს გთავაზობთ ონლაინ-კურსებს წამყვანი უნივერსიტეტებისა და მსოფლიო ორგანიზაციებისაგან.
- universarium — გლობალური პროექტი, რომელიც მილიონობით შესაძლებლობას მოგცემთ მიიღოთ ხარისხიანი განათლება საუკეთესო რუსი მასწავლებლებისა და წამყვანი უნივერსიტეტებისაგან.
- Khan Academy — უფასო საგანმანათლებლო რესურსი შეიცავს 4200-ზე მეტ უფასო მიკროლექციას ყველა შესაძლო დისციპლინაში-ლიტერატურიდან დაწყებული, კოსმოლოგიით დამთავრებული.
- Udemy — ცოდნის ბაზრობა, რომელშიც დღესდღეობით დარეგისტრირებულია 10 მილიონ სტუდენტზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პროგრამაში შედის 40 ათასზე მეტი კურსი.
- UNIWEB — ონლაინ-სწავლების პლატფორმა, რომელიც წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად მუშაობს საგანმანათლებლო ონლაინ-პროდუქტებზე, ხარისხიანი რუსული განათლების გავრცელების მიზნით.
- უნივერსიტეტი — აქტუალური აკადემიური ცოდნის გაზიარება რუსულენოვანი აუდიტორიისთვის, საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, განათლებისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად.
- HTML Academy — ონლაინ-კურსები, რომლის მიზანია ნებისმიერი დაინტერესებული პირი აქციოს პროფესიონალ ვებ-დიზაინერად.
- Lumosity — საიტი გონებრივი შესაძლებლობების განვითარებისათვის. თითქოს არაფერია, მაგრამ Lumosity-ს აქვს თავისი გამორჩეული თვისება: არჩევს ინდივიდუალურ “სატრენინგო პროგრამას” ყველასთვის. არ ინანებთ ამ საინტერესო პროექტზე დაკარგულ დროს.
- Eduson — ონლაინ-მომზადების ცენტრი მომავალი ბიზნესმენებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ძირითადი მეთოდიკა-სხვადასხვა კურსი წამყვანი პროფესორებისა და წარმატებული პრაქტიკოსებისაგან.
- Wikihow — საიტი შექმნილია ათასობით ადამიანის ერთობლივი ძალისხმევით. ისევე როგორც ვიკიპედია (Wikipedia), WikiHow წარმოადგენს wiki-საზოგადოების ნაწილს და ყველას შეუძლია დაწეროს რაიმე ან დაარედაქტიროს ამ საიტის ნებისმიერი გვერდი.
- ინტერნეტ სკოლა — კურსი სოციალურ-ეკონომიკურ საგნებში, მათემატიკაში, ისტორიაში, რუსულსა და ინგლისურში.
- Lingualeo — საინტერესო და ეფექტური სწავლების პლატფორმა ინგლისურ ენაში, რომელზეც დარეგისტრირებულია 12 მილიონზე მეტი ადამიანი.
- Memorado — უფასო აპლიკაცია სმარტფონებისთვის, რომელსაც შემქმნელება უწოდეს: ” ნამდვილი სპორტული დარბაზი ტვინისათვის”. თამაში 600 საფეხურისაგან შედგება და წარმოდგენილია სხვადასხვა თავსატეხი.
- Duolingo — უფასო პლათფორმა ენის შესწავლისა და კლაუდსორსინგისათვის. სერვისი შემუშავებულია ისე,რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას მომხმარებლები პარალელურად მონაწილეობენ ვებ-საიტების, სტატიებისა და სხვა დოკუმენტების თარგმნაში.
- 4brain — უფასო ტრენინგი აუმჯობესებს სწრაფი მოსმენის უნარს, სწრაფ ანგარიშს, შემოქმედებით აზროვნებას, ორატორულ შესაძლებლობეს, მეხსიერებას და ა.შ.
- Psychology Today —ინტერნეტ-ჟურნალი, რომელიც ეძღვნება მხოლოდ ჩვენს საყვარელ თემას: საკუთარ თავს. პორტალის თემატიკა მოიცავს ადამიანის ქცევისა და განწყობის ყველა ასპექტს: ფსიქიკური და ემოციური ჯანმრთელობა, პიროვნული ზრდა, ურთიერთობები, სექსი, ბავშვების აღზრდა და სხვა.
- Brainexer — საიტზე არის დიდი რაოდენობით ტესტი და სავარჯიშო ზეპირი ანგარიშის, მეხსიერების, ყურადღებისა და აზროვნებისათვის. ტესტები რეგისტრაციის გარეშეც უფასო და ხელმისაწვდომია. საიტზე ამ ინგლისურენოვანი რესურსის რუსული თარგმანიც მოიპოვება.
- Memrise —უნიკალური ონლაინ-პლატფორმა, რომელიც იყენებს ყველაზე თანამედროვე სამუშაო მეხსიერების ტექნიკას და ეხმარება მომხმარებლებს ინფორმაციის სწრაფად და ეფექტურად დამახსოვრებაში იმაზე უკეთ, ვიდრე სხვა დანარჩენი მეთოდი.
- 10 — ონლაინ-სიმულატორი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ უფასოდ შეისწავლოთ კლავიატურაზე ტექსტის სწრაფი ბეჭდვა ყველა თითით. საიტზე ჩანს თქვენი სტატისტიკა და ასევე,მომხმარებელთა მიღწევების საერთო რეიტინგი.
- Project Gutenberg —მსოფლიო ლიტერატურის სხვადასხვა ნაწარმოების ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც დაარსდა 1971 წელს.
- იანდექსის სკოლა — ელექტრონული ლექციები, რომლის მთავარი მიზანია მოამზადოს როგორც Яндекс-ის, ასევე IT სპეციალისტები.
- Curious — საიტი შეიქმნა იმისათვის, რომ მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებლებს, სტუდენდებსა და ნიჭიერ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება, ცოდნა და იშოვონ ფული.
- Sentences — ეს საიტი დაგეხმარებათ შეისწავლოთ და დაიმახოსვროთ ახალი ინგლისური სიტყვები და წინადადებები. მაღალი ხარისხის სასწავლო მასალა ხელს უწყობს ენის უკეთ შესწავლას.
- intuit — მსხვილი რუსული ინტერნეტ-უნივერისტეტი, სადაც შესაძლებელია მიიღო უმაღლესი განათლება, ასევე, პროფესიონალური გადამზადება.
- lektorium.tv — საინტერესო საიტი დიდი რაოდენობით რუსულენოვანი ლექციებით ათასგვარ სხვადასხვა თემაზე. ლექციების გარდა აქ ავრცელებენ სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციების ვიდეომასალებს
Комментариев нет:
Отправить комментарий