воскресенье, 30 марта 2014 г.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა(6)Exit this survey 
1. პროფესიული განვითარების ახალი სქემის მიხედვით განსაზღვრულია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ოთხი საფეხური. 
*მე-3 საფეხურის მასწავლებელი არის პროფესიონალი, რომელსაც აქვს სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისათვის საჭირო ცოდნა, იცავს ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად მოთხოვნებს (ამ ეტაპზე არასერტიფიცირებული მასწავლებლები)
*მე-2 საფეხურის მასწავლებელი არის პროფესიონალი, რომელიც აცნობიერებს თითოეული მოსწავლის უნიკალურობას და, შესაბამისად, იყენებს სწავლების დიფერენცირებული მიდგომის სტრატეგიებს (ამ ეტაპზე სერტიფიცირებული მასწავლებლები)
*პირველი საფეხურის მასწავლებელი არის პროფესიონალი, რომელიც პედაგოგიური კვლევის საფუძველზე გადაამუშავებს სასწავლო პროგრამას კონკრეტული კლასის / საფეხურის და მოსწავლეების ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. შემოქმედებითად წარმართავს სასწავლო პროცესს
*უმაღლესი საფეხურის მასწავლებელი-არის პროფესიონალი, რომელიც სკოლის განვითარებისა და სწავლება-სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საქმიანობების ინიციატორი და ლიდერია.
თქვნი აზრით რა სახელწოდება შეიძლება მივანიჭოთ პროფესიული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფ მასწავლებლებს?
პროფესიული განვითარების ახალი სქემის მიხედვით განსაზღვრულია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ოთხი საფეხური. *მე-3 საფეხურის მასწავლებელი არის პროფესიონალი, რომელსაც აქვს სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისათვის საჭირო ცოდნა, იცავს ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად მოთხოვნებს (ამ ეტაპზე არასერტიფიცირებული მასწავლებლები) *მე-2 საფეხურის მასწავლებელი არის პროფესიონალი, რომელიც აცნობიერებს თითოეული მოსწავლის უნიკალურობას და, შესაბამისად, იყენებს სწავლების დიფერენცირებული მიდგომის სტრატეგიებს (ამ ეტაპზე სერტიფიცირებული მასწავლებლები) *პირველი საფეხურის მასწავლებელი არის პროფესიონალი, რომელიც პედაგოგიური კვლევის საფუძველზე გადაამუშავებს სასწავლო პროგრამას კონკრეტული კლასის / საფეხურის და მოსწავლეების ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. შემოქმედებითად წარმართავს სასწავლო პროცესს *უმაღლესი საფეხურის მასწავლებელი-არის პროფესიონალი, რომელიც სკოლის განვითარებისა და სწავლება-სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საქმიანობების ინიციატორი და ლიდერია. თქვნი აზრით რა სახელწოდება შეიძლება მივანიჭოთ პროფესიული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფ მასწავლებლებს? 1. მასწავლებელი. 2.წარმატებული მასწავლებელი 3.მასწავლებელი მკვლევარი 4.მენტორი მასწავლებელი
1.პრაქტიკოსი მასწავლებელი. 2.წარჩინებული მასწავლებელი. 3.მკვლევარი მასწავლებელი.4.ლიდერი მასწავლებელი.
1.პრაქტიკოსი მასწავლებელი. 2.მე-2 კატეგორიის მასწავლებელი. 3.პირველი კატეგორიის მასწავლებელი. 4. უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი.
სხვა (გთხოვთ ჩაწეროთ)
2. ვინ შეიძლება შეაფასოს თქვენი პროფესიული საქმიანობა სკოლაში: (შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე ვარიანტი)
ვინ შეიძლება შეაფასოს თქვენი პროფესიული საქმიანობა სკოლაში: (შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე ვარიანტი) რესურს ცენტრის თანამშრომელმა
გარე მონიტორმა
სკოლის დირექტორმა.
დირექტორის მოადგილემ სასწავლო პროცესის დარგში.
საგნობრივი კათედრის გამგემ.
თქვნის კოლეგების ჯგუფმა.
სხვა (გთხოვთ ჩაწეროთ)
3. ვინ უნდა იყოს ჩართული მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასებაში? (შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე ვარიანტი)
ვინ უნდა იყოს ჩართული მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასებაში? (შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე ვარიანტი) ექსპერტებისაგან შემდგარი გარე კომისია
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო რესურსცენტრები
სკოლა
სხვა (გთხოვთ ჩაწეროთ)
4. როგორ ფიქრობთ ჩამოთვლილი აქტივობებიდან რომელის შეფასებით უნდა შევამოწმოთ მასწავლებლის კომპეტნციები? (შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე ვარიანტი)
როგორ ფიქრობთ ჩამოთვლილი აქტივობებიდან რომელის შეფასებით უნდა შევამოწმოთ მასწავლებლის კომპეტნციები? (შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე ვარიანტი) საგაკვეთილო პროცესი
სასწავლო პროექტი
სსსმ მოსწავლესთან მუშაობა
სასწავლო რესურსის შექმნა
მოსწავლეთა მიღწევები(პროგრესი სწავლაში)
კლასგარეშე აქტივობა
სადამრიგებლო პროგრამის განხორციელება
პროფესიული ორიენტაციის მომსახურება
პედაგოგიური კვლევა
საგნობრივი ცოდნა
სხვა (გთხოვთ ჩაწეროთ)
5. სქემაში ჩართული მასწავლებელი კატეგორიის შესაბამისად, მოცემულ ვადაში, შესაფასებლად წარმოადგენს განხორციელებულ აქტივობებს, საკუთარი პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა სფეროებიდან, რომლებიც ფასდება კრედიტებით.თქვენი აზრით, ვის უნდა ჰქონდეს უფლება დაგროვილი კრედიტებს საბოლოო აღიარების და მინიჭების.
სქემაში ჩართული მასწავლებელი კატეგორიის შესაბამისად, მოცემულ ვადაში, შესაფასებლად წარმოადგენს განხორციელებულ აქტივობებს, საკუთარი პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა სფეროებიდან, რომლებიც ფასდება კრედიტებით.თქვენი აზრით, ვის უნდა ჰქონდეს უფლება დაგროვილი კრედიტებს საბოლოო აღიარების და მინიჭების. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო რესურსცენტრები
სკოლა
სახელმწიფო კომისია
6. იყენებთ თუ არა თქვენი პროფესიული საქმიანობის წარმოსაჩენად.....(შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე ვარიანტი)
იყენებთ თუ არა თქვენი პროფესიული საქმიანობის წარმოსაჩენად.....(შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე ვარიანტი) ელექტრონული პორტფოლიოს
ბლოგს
ვებ-გვერდს
და სხვა (გთხოვთ ჩაწეროთ)
7. როგორ ფიქრობთ რა საშუალებით უნდა მოხდეს თქვენი პროფესიული საქმიანობის შეფასება? (შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე ვარიანტი)
როგორ ფიქრობთ რა საშუალებით უნდა მოხდეს თქვენი პროფესიული საქმიანობის შეფასება? (შეგიძლიათ მონიშნოთ რამდენიმე ვარიანტი) ვიდეო გადაღება.
გაკვეთილზე დასწრება.
მოსწავლეთა გამოკითხვა.
მშობლების გამოკითხვა.
კოლეგების გამოკითხვა.
ადმინისტრაციის გამოკითხვა.
პროფესიული პორტფოლიო.
ტესტირება/გამოცდა.
და სხვა (გთხოვთ ჩაწეროთ)

понедельник, 24 февраля 2014 г.

როგორ ვესაუბროთ მასწავლებელს
სიახლეების არქივი21 თებერვალი , 2014
ვიდრე ბავშვი სკოლის მოსწავლეა, მშობელი ვალდებულია ეკონტაქტოს მასწავლებელს. ზოგჯერ მათი ურთიერთობა ძალიან იძაბება, ზოგჯერ კი პედაგოგი ბავშვისა და მშობლის კეთილგანწყობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა უმეტესობა მუდმივად თხოვს მშობლებს დაინტერესდნენ თავიანთი შვილების სკოლის ცხოვრებით, ბევრი კარგ ან არცთუ სასიამოვნო ამბებს მხოლოდ მშობელთა კრებაზე იგებს.

თუ მშობელს შვილის სწავლის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღება სურს, მშობელთა კრებაზე იმედგაცრუებული დარჩება. კარგად დაგეგმილ კრებაზე მასწავლებელი ცალკეული ბავშვების ქმედებებზე სხვა მშობლების თანდასწრებით არ საუბრობს და ზოგადი ინფორმაციის მიწოდებით შემოიფარგლება. კრების მიზანია მასწავლებელმა მშობლებს აცნობოს, რა მდგომარეობაა კლასში, რა პრობლემები აქვს კლასს და როგორ შეიძლება მათი გადაჭრა. 

სამწუხაროდ, მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ბავშვებზე კოლექტივი, ანუ კლასი მძლავრ გავლენას ახდენს. თუ მშობელს არ ეცოდინება კლასის ზოგადი განწყობა, ვერასდროს მიხვდება, რა აწუხებს მის შვილს. 

არასასურველია მშობელმა თავად ჰკითხოს მასწავლებელს რამდენად წარმატებულია ან წარუმატებელი მისი შვილი. ამის გაგება პირადი შეხვედრის დროს აჯობებს. მშობლების ყველაზე დიდი შეცდომა იმაშია, რომ სკოლაში მაშინ მოდიან, როცა თვითონ სცალიათ. მასწავლებელს კი, შესაძლოა, ამ დროს სხვა საქმეები ჰქონდეს. წინასწარი შეთანხმება ამ საკითხს იოლად დაარეგულირებს. მშობლებს ავიწყდებათ, რომ მასწავლებელს სკოლაში მჭიდრო გრაფიკი აქვს, სკოლის შემდეგ კი თავის ოჯახს უნდა მიხედოს.        
     
მასწავლებელთან შესახვედრად სასურველია მშობელი შეემზადოს და განსაზღვროს, რისი გაგება სურს მისგან. მშობელს პრეტენზიებიც რომ ჰქონდეს, დიალოგის რეჟიმიდან არ უნდა „ამოვარდეს". სანამ მშობელი მასწავლებელს შეხვდება,  უნდა დაფიქრდეს, რით არის გამოწვეული ის, რომ მისი შვილი კარგად არ სწავლობს. ხშირად ამის მიზეზი ოჯახური კონფლიქტებია, ჩვენ კი პრეტენზიებს მასწავლებელს ვუყენებთ. თუ სახლში დაძაბული სიტუაციაა, ამის შესახებ მასწავლებელმაც უნდა იცოდეს. ბავშვები ყველაფერს განიცდიან. მშობელმა და მასწავლებელმა ბავშვს თანადგომა უნდა გამოუცხადოს.     

თუ მასწავლებელი მოსწავლეს დაბალი კლასებიდან არ იცნობს, მშობელს შეუძლია მისი ბავშვობის ზოგიერთი დეტალი გააცნოს. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვი დაწყებით კლასებში კარგად სწავლობს, მერე კი სწავლაზე გულს იცრუებს. მიზეზების დადგენა აქაც მშობლის და მასწავლებლის ვალდებულებაა. შეაყვარებს თუ არა თავის საგანს მასწავლებელი, ეს უკვე მხოლოდ მასზე და ბავშვის სურვილზეა დამოკიდებული.
 
თუ ბავშვი კლასელებთან კონფლიქტობს, უპირველესად, ამას მშობელს უზიარებს და არა მასწავლებელს. ამ შემთხვევაშიც გამოსავალი მშობელმა და მასწავლებელმა ერთად უნდა ეძიონ.          

ხშირად ბავშვები მასწავლებელებს უჩივიან და ცდილობენ ბევრ რამეში დაადანაშაულონ - კარგად არ მასწავლის, ხმას უწევს, არ იცის თავის საგანი... ვიდრე მშობელი ბავშვს დაუჯერებს, აუცილებელია მასწავლებელს გაესაუბროს, მშვიდად და არგუმენტირებულად. ბავშვებს ჩვევიათ სიტუაციის გაბუქება ან მისი არასწორად აღქმა. 

როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს მასწავლებელი, მშობელმა არ უნდა შეურაცხყოს. ამით საქმეს არ ეშველება. მასწავლებელი, რომელიც შენიშვნას არ იმსახურებს და მაინც მიიღებს, განაწყენდება და ინერვიულებს ან ბავშვის მიმართ ნეგატიურად განეწყობა. ნებისმიერი აგრესია ბადებს აგრესიას. მასწავლებლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ეს უნდა გვახსოვდეს. 

თუ მშობელმა ნამდვილად იცის, რომ მასწავლებელი მისი შვილის წინაშე დამნაშავეა, უკეთესია, სიტუაციის გარჩევას ბავშვი არ დაასწროს. შესაძლოა, მასწავლებელმა ახსნას, რატომ ამოეწურა მოთმინება, რატომ წამოცდა არასასურველი სიტყვა, რატომ იყო იმ დღეს უგუნებოდ და კონფლიქტიც მალევე მოგვარდება. მშობელმა დიალოგი  შეტევითი ფრაზით - „თქვენ დამნაშავე ხართ" -არ უნდა დაიწყოს. უმჯობესია თქვას:   „ძალიან განვიცდი ამ სიტუაციას", რაზეც მასწავლებლის მობოდიშებას მიიღებს. ბოლოს და ბოლოს, უშეცდომო არავინაა.         

მშობელი არასოდეს უნდა გამოექომაგოს ბავშვს ასეთი ფრაზით: „მათემატიკას თუ ვერ სწავლობ, არაფერია. მეც ისეთი მასწავლებელი მყავდა, რომ ვერ ვსწავლობდი, მაგრამ, ხომ ხედავ, დღეს ყველაფერი კარგად მაქვს". ეს ბავშვისათვის ცუდი მესიჯია. შვილისთვის მშობელი ავტორიტეტია და ამიტომ მათემატიკას არც მომავალში ისწავლის.   

სანამ მშობელი ბავშვის დაბალი ნიშნების გამო მასწავლებელს პასუხს მოთხოვს, შვილის რვეულები და კონსპექტები საგულდაგულოდ უნდა ნახოს. იქნებ, მასწავლებელთან მისვლა საჭირო არც იყოს. თუ მასწავლებელი ბავშვს უმიზეზოდ ჩაგრავს, ასეთი ბავშვები კლასში სხვებიც იქნებიან. მშობლები ჯერ დამრიგებელს უნდა გაესაუბრონ. შემდეგ კი საგნის მასწავლებელს შეხვდნენ. მასწავლებელს მშობლები თავიდან ვეღარ აღზრდიან, მაგრამ მისი სხვა მასწავლებლით ჩანაცვლება განცხადების საფუძველზე ყოველთვის შეიძლება.     

თუ ბავშვს დაბალი ნიშანი დამსახურებულად ეკუთვნის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი ბავშვის მიმართ ცუდად არის განწყობილი, ის მხოლოდ მისი სწავლითაა უკმაყოფილო. მასწავლებლის ინტერესში არ შედის ჰყავდეს დაბალი მოსწრების მოსწაველეები. სწავლა შრომაა და შრომას მიჩვევა უნდა. მასწავლებელში მშობელი თანამოაზრეს უნდა ხედავდეს, მაშინ შედეგიც არ დააყოვნებს. 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა